როგორ გადავრიცხო კრიპტოვალუტა?
შედით საფულეში.
აირჩიეთ სასურველი ვალუტა.
დააჭირეთ გადარიცხვას.
მიუთითეთ ოდენობა, რომელიც ადრესატმა უნდა მიიღოს (აუცილებლად გაითვალისწინეთ გადარიცხვის საკომისიო, რომელიც ბალანსზე უნდა დატოვოთ.)
მისამართის ველში ჩაწერეთ ადრესატის შესაბამისი კრიპტოვალუტის მისამართი და დააჭირეთ შემდეგ ნაბიჯს
გადამოწმების გვერდზე ყურადღებით გადაამოწმეთ კრიპტოვალუტის ოდენობა, ადრესატის მისამართი და შემდეგ შეასრულეთ გადარიცხვა.